საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას - სიიარტო

29 ოქტომბერი 2024, 11:09 228 ნახვა

ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა. ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ უნგრეთში გარე თავდასხმის შედეგებს 14 წლის განმავლობაში ვაწყდებით. თუმცა ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ, რომ ხალხის ნება შესრულდეს. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია – წერს პიტერ სიიარტო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი