ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები - ალეკო ელისაშვილი

28 ოქტომბერი 2024, 21:05 142 ნახვა

„მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია, არცთუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია - ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა.

ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშნინებთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, რომ ჩვენს წყენებზე, ჯავრზე, ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, იმიტომ, რომ საქართველო არის განსაცდელში და ყველამ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“ — თქვა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აქციაზე გამოსვლისას

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი