ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის - ამის შესახებ განმარტებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აკეთებს.
მისივე თქმით, კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
კონსტიტუციონალისტი აქვე განმარტავს, რომ პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას - ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.
ამასთან, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას'' ცესკოს მონაცემებით საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. თუმცა 76 ხმითაც კი თავისუფლად შეუძლია კანონების მიღება, მთავრობის დაკომპლექტება.
კონსტიტუციონალისტის აზრით, არსებული მონაცემები დემოკრატიული გარემოს შანსს არ ტოვებს.