პრეზიდენტის და ოპოზიციის გადაწყვეტილება - დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

28 ოქტომბერი 2024, 10:08 130 ნახვა

პარლამენტის ნაცვლად პარლამენტთან - დღეიდან პრეზიდენტი რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს 19 საათზე  გაიმართება.

სამი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს უერთდება. მათი თქმით, აქციის მიზანია მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა, რომ არჩევნებს არ აღიარებენ.  

ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი