ჰელსინკის კომისიის განცხადება

27 ოქტომბერი 2024, 20:20 260 ნახვა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსული ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. კონგრესმენ ჯო უილსონის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას. უილსონი ასევე შეშფოთებას გამოხატავს არჩევნებში დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდება გამო, ასევე რუსეთის დოკუმენტირებული მცდელობებით, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება მკაფიო განცხადება გააკეთოს. ჯო უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ მეგობარი აქტი მიზნად ისახავს დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი