საქართველოში ჩატარებული არჩევნები უცხოეურ მედიაში

27 ოქტომბერი 2024, 12:59 205 ნახვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ქართველ კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ჩარევის მცდელობის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა რა სურს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და შემდგომშიც, ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია წერილს ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტს სჯერა რომ არჩევნების შედეგები საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას მოემსახურება.

ალიევი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ირაკლი კობახიძეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ეპატიჟება. პარალელურად ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბებაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ გაყალბება შეუძლებელს ხდის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას და ამით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწვერიანება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი