ეუთო/ოდირის ერთობლივი შეფასება

27 ოქტომბერი 2024, 20:38 337 ნახვა

დღეს ეუთო/ოდირმა და სხვა ევროპული ინსტიტუციების და ასევე ნატოს წარმომადგენლებმა გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს, აღნიშნეს რომ კმაყოფილნი არიან ცესკოს მუშაობით, თუმცა უბნებს გარეთ მათი თქმით იყო დარღვევები და ძალადობის ფაქტები, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლა და მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობა, იმედოვნებენ რომ არჩეული ხელისუფლება ევროპულ გზაზე იდგება.

დამკვირვებლებმა დღეს ისაუბრეს არა მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, არამედ წინასაარჩევნო გარემოზეც და ამ კონტექსტში ახსენეს ის რომ ამომრჩევლის აღქმაზე აღნიშნულ პერიოდში უარყოფით ზეგავლენა მოახდინა გარკვეულმა ცვლილებამ და ამ კონტექსტში გაიხსენეს  ცესკოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმება. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს საუბრობენ მანიპულირების რისკის შემცირებაზე, თუმცა  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა შესაძლო დარღვევებსაც უსვამს  ხაზს.   მათი დამკვირვებლების ნაწილი საუბრობს იმაზე რომ  იყო ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა, დაძაბული გარემო   პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. მათი თქმით, არჩევნები წარიმართა მძაფრი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე.   თუმცა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თქვა ისიც რომ დემოკრატია  არის განვითარების პროცესში.  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პია კაუმას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში