უსკოს მიერ, ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელთაც ჯამში, 7 მანდატი ექნებათ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:
“კოალიცია ცვლილებისთვის“ - 1 მანდატი
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ -4 მანდატი
“ძლიერი საქართველო“ - 1 მანდატი
“გახარია საქართველოსთვის“ - 2 მანდატი
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭო, ჯამში, 21 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.
წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, მხოლოდ, ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა იყო წარმოდგენილი.