ოპოზიცია რაც მეტად დაიმშვიდებს თავს, უცხოეთის საარჩევნო უბნების შედეგებით, მით უკეთესი, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე - პრემიერი

27 ოქტომბერი 2024, 11:42 355 ნახვა

რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთის უბნების შედეგების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მათ შორის, გვჭირდება მათი სიმშვიდე. რაც უფრო მშვიდად იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი, დაიმშვიდონ თავი ამ უბნებით“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საზღვარგარეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგები ლოგიკურია, ვინაიდან ქვეყნისგან მოშორებით მყოფი ამომრჩეველი ინფორმაციას იღებს, მხოლოდ, კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მანიპულაციები.

„წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც, ეს ასე ხდება ხოლმე მარტივი მიზეზის გამო, როდესაც არის ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით, ის ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად, სოცმედიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შედეგები, რაც აისახა არჩევნებზე, თუმცა ამით, ბუნებრიგვია, თავს ვერავინ დაიმშვიდებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში