დათვლილია ამომრჩეველთა ხმები ხელვაჩაურის 83-ე ოლქში, აქაც ლიდერობს სახელისუფლებო პარტია 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერით,

27 ოქტომბერი 2024, 09:41 288 ნახვა

დათვლილია ამომრჩეველთა ხმები ხელვაჩაურის 83-ე ოლქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით აქაც ლიდერობს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ – 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერით, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“- რომელმაც ხელვაჩაურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების 15 პროცენტზე მეტი მიიღო.  5 პროცენტზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვეს 83-ე ოლქში შემავალ უბნებზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა - „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“,   „ კოალიცია ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და ასევე პარტია“ გახარია საქართველოსთვის“. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის ხელვაჩაურის ოლქში 6-ი საჩივარია შესული, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ  ვადებში განიხილავს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი