ყველა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ არჩევნებში - თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2024, 18:39 393 ნახვა
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა. 

მისივე განცხადებით, აჭარაში ორი არჩევანი კეთდება, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოსი.

"როგორც მოგეხსენებათ ტარდება, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. საარჩევნო გარემო და რა თქმა უნდა არჩევნების დღე წარიმართა ძირითადად და არსებითად მშვიდ გარემოში.  ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავის ხმა. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მაცხოვრებლებს, მოქალაქეებს იმ აქტივობისთვის, რომელიც დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალი აქტივობაა ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ყველა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებლად მიმარჯვებთ ამ არჩევნებში", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში