12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 19.71% შეადგენს - უსკო

26 ოქტომბერი 2024, 12:58 311 ნახვა
 
უმაღლესი საარჩევნო კომისია 12:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.
 

უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში, ამომრჩეველთა აქტივობა 19.71% შეადგენს.

 

რეგიონში რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 62 497 გამოცხადდა.

უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში.

 

"უმაღლესი საარჩევნო კომისია განაგრძობს ამომრჩეველთა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 

ამ დროისთვის, აჭარის რეგიონის 317 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი   მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 317 119.

 

ამ 317 უბნიდან ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნები ტარდება  -251 უბანზე,   ხოლო ტრადიციული - 66 უბანზე. 

 

გაგაცნობთ ინფორმაციას  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ,  26 ოქტომბრის 12 საათის მდგომარეობით:   

N79 ბათუმის ოლქი - გამოცხადებულია 29 215 ამომრჩეველი (18.93%);

N80 ქედის ოლქი - გამოცხადებულია 3 171 ამომრჩეველი (20.35%);

N81 ქობულეთის ოლქი - გამოცხადებულია 13 577 ამომრჩეველი (20.50%);

N82 შუახევის ოლქი - გამოცხადებულია 2 829ამომრჩეველი (19.57%);

N82 ხელვაჩაურის ოლქი - გამოცხადებულია 9806 ამომრჩეველი (22.66%);

N82 ხულოს ოლქი - გამოცხადებულია 3899 ამომრჩეველი (16.79%);

სულ აჭარა: 62 497 ამომრჩეველი - 19.71 %.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა არის ფარული და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის  კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

 

ასევე კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებს, საკუთარი უბნის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოსა და უსკოს ვებგვერდებზე.

 

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში.

 

დღეს მთელი დღის მანძილზე გაიმართება საინფორმაცი ბრიფინგები, საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ", - აღნიშნულია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში