მართლმადიდებლები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ

13 აპრილი 2017, 00:00 3254 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ღამისთევით ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საკათედრო ტაძარში აღავლინა. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა, თავის მოწაფეებთან ერთად, ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. საღმრთო მსახურება დილიდან ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში მიმდინარეობს. საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს. წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის წესი შესრულდება. დღესვე, ტაძრებში 12 ვნების სახარებას წაიკითხავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი