ქობულეთში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნებს მუნიციპალიტეტში ეუთოს წარმომადგებლობა აკვირდება. 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 66 235 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქ კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების ახალი წესით 56 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სოფელ აჭის 26-ე საარჩევნო უბანში კი ამომრჩევლები სასურველ პარტიას ტრადიციული წესით აირჩევენ. გადასატანი ყუთით კი ისარგებლებს ათას 465 ამომრჩეველი.