საქართველოში ხვალ საპარლამენტო არჩევნებია - აჭარაში პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება

25 ოქტომბერი 2024, 12:08 303 ნახვა

24  საათზე ნაკლები დრო. საქართველო რეფერენდუმად შეფასებული არჩევნებისთვის ემზადება. ეს იქნება პირველი არჩევნები ქვეყნის  ისტორიაში პირველად, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი საკუთარ ნებას ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირებს. ახალი წესის მიხედვით, უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ არსებული ფიზიკური ბიულეტენების და ელექტრონული ხმების შედარება მოხდება.   

სიახლეა ისიც, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. წელს არჩევნებს დააკვირდება 102 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო  ორგანიზაცია, 158   მედია საშუალება კი გააშუქებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში