რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - გუტერეში

25 ოქტომბერი 2024, 10:08 259 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.

ანტონიო გუტერეშმა ყაზანში „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

გუტერეშის თქმით, ის მხარს უჭერს მოლაპარაკებების ამ კუთხით გაგრძელებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი