წარჩინებული მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოება ქედაში

24 ოქტომბერი 2024, 20:35 232 ნახვა

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქედაში მცხოვრებ 31 წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები გადაეცათ. 40 მდე წარჩინებულ საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრის პედაგოგს კი ფასიანი საჩუქრები. ღონისძიება მერიის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიული დღე მათ ქედის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, აჭარის განათლების მინისტრთან და ქედის რესურსცენტრის უფროსთან ერთად მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის სახლში ადგილობრივმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი