მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები

24 ოქტომბერი 2024, 14:18 217 ნახვა

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ იმ სამთავრობო პროგრამებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სახელმწიფო. პრემიერის განცხადებით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები, მათ შორის   განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით. 

თქვა, რომ პენსიები  ყოველწლიურად გაიზრდება, 6000 დევნილი ოჯახი  კი    დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით.  გარდა ამისა მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ კლინიკებს, რომლებსაც  დაეკისრათ ჯარიმები კორონავირუსის პანდემიის დროს, 20%-იანი შეღავათი გადახდის პირობებში გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. 

ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ  საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე პროგნოზირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. 

შეაჯამა რთველის ჩაბარების პროცესიც, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან წარმატებული იყო.    

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში