არჩევნების დროს მინისტრი ყოველთვის გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციის დანაყოფები ნაწილდება - გომელაური

24 ოქტომბერი 2024, 13:58 308 ნახვა

არჩევნების დროს მინისტრი ყოველთვის გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც, დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც, ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ყოფნის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

"კეთდება ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს თელავი იქნება, სენაკი თუ ზუგდიდი, შედის რამდენიმე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რამდენიმე პატრულის თანამშრომელი, რამდენიმე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დეპარტამენტის და ასევე პოლიციის თანამშრომლები. კეთდება ჯგუფი და მუშაობენ, ხელმძღვანელი ჰყავს რაიონს, რეგიონს, მას ბარდება ყველა ეს თანამშრომელი და მუშაობენ მასთან. ზვიად ხარაზიშვილს ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩავაბარეთ, ან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩავაბარეთ, ასეთი რაღაც არ ხდება, სიცრუეა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, რადგან ისინი ყოველთვის იცავენ სამშობლოს, მოქალაქეებს.

„მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ვუთხრა მადლობა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე და განსაკუთრებულად მათ მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს, თავისი ქვეყნისთვის რაც გაუკეთებიათ, ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის თავის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს აკეთებენ თავის ქვეყნისთვის და არიან გმირები ნამდვილად, ბატონი ზვიადიც, ბატონი ლაგაზაურიც და ყველა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში