25 ოქტომბერი უქმე დღეს გამოცხადდა

22 ოქტომბერი 2024, 10:11 284 ნახვა

25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საარჩევნო უბნების უმრავლესობა  განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ შესაძლოა შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობის პროცესი.  ამ მიზეზით ცესკომ  25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება“ მოითხოვა.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, პარალელურად აჭარაში იმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი