ბრიფინგი ენმ-ში 

22 ოქტომბერი 2024, 10:08 220 ნახვა

„ერთიანობა ნაციონალური  მოძრაობის“  წევრები აცხადებენ, რომ პარტიას არ ეძლევა შესაძლებლობა აწარმოონ  წინასაარჩევნო პოლიტიკური  კამპანია თანაბარ პირობებში. ნიკა ქაშიბაძის განმარტებით, მაშინ როდესაც  ბათუმის ქუჩებში „ქართული ოცნების“ არაერთი სარეკლამო ბანერია განთავსებული, პარტიას სარეკლამო კომპანია შპს „ალმა“-მ  ბილბორდების განთავსების შესაძლებლობა არ მისცა.

პარტიაში ამბობენ ,რომ  კომპანიას  წერილობით 30 სექტემბერს მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ და მიაჩნიათ, რომ ხორციელდება პოლიტიკური შევიწროება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს.

სარეკლამო კომპანიაში გვითხრეს, რომ საპასუხო კომენტარისთვის მედიამ „შ.პ.ს“-ს  წერილობით უნდა მიმართოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში