საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა. მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი. მაია სანდუს კი ხმათა 42.31% აქვს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.