კუბა სტიქიას ებრძვის

21 ოქტომბერი 2024, 09:01 361 ნახვა

ქარიშხალი ოსკარი მძვინვარებს კარიბის ზღვის კუნძულზე. ძლიერი ქარი, შტორმი და წვიმაა  აღმოსავლეთ კუბის ნაწილებში, რაც   კიდევ უფრო ართულებს მთავრობის ძალისხმევას ენერგომომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით.  კუნძული წლების განმავლობაში ყველაზე რთულ ენერგოკრიზისს ებრძვის.

კუბის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა ქვეყნის აღმოსავლეთში  "უკიდურესად საშიში ვითარების" შესახებ გააფრთხილა, ხოლო აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ  ქარის სიჩქარე საათში 120 კმ-ს აღწევდა.

კუნძულის კომუნისტურმა მთავრობამ ქარიშხლისა და არსებული ენერგეტიკული კრიზისის გამო ოთხშაბათამდე დახურა  სკოლები, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია კუბაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში