16 მედია ორგანიზაციის, 120-ი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონის გამო უკვე უარყოფით შედეგებს იღებენ.
მისივე თქმით, თუ ევროპული სასამართლო კანონის მოქმედების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევას დაადგენს, სახელმწიფოს კანონის გადახედვა და გაუქმება მოუწევს. ორგანიზაციებს უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში.