ტრენინგი უძრავი ქონების აგენტებისთვის

17 ოქტომბერი 2024, 14:15 513 ნახვა

უძრავი ქონების  ეთიკის კოდექსი გააცნეს დღეს  ბაზრით დაინტერესებულ პირებს ბათუმში. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია იყო.  ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს კოდექსით გათვალისწინებული ეთიკის სტანდარტები ანუ ბაზარზე თამაშის წესები გააცნეს და ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ორგანიზატორების თქმით, ტრენინგის მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე დასაქმებული პირების  პროფესიონალიზმის ამაღლებაა, რამაც რეგიონში ბაზრის გაჯანსაღებასა და გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი. 

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია  ამერიკის შეერთებული შტატების ანალოგიური ასოციაციის პარტნიორი და  აქტიურად მუშაობს ბაზრის განვითარებაზე. 

დღევანდელ შეხვედრას ბათუმში 80  მონაწილე ჰყავდა, რაც ტრენერების შეფასებით  მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი