ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა ზუგდიდში

16 ოქტომბერი 2024, 10:58 238 ნახვა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.

შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის. 

ახალგაზრდული ცენტრის შენობაში განთავსდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა  სახელმწიფო ბიუჯეტისა და  აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ღირებულებამ 18 მილიონ  ლარზე მეტი შეადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი