დღეს ბათუმში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება. თბილი ამინდი, ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
ხვალ დღის ბოლოდან კი, 14 აპრილის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, გაძლიერდება ქარი და დაიკლებს ტემპერატურა.
13 აპრილი: ბათუმში - ღამით მცირე მოღრუბლულობა უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10, დღისით +20°.
ქობულეთში და ხელვაჩაურში ტემპერატურა 17-დან 19 გრადუსამდე მოიმატებს.
მაღალმთიან აჭარაში კი ხვალ საღამომდე 15გრადუსი იქნება, საღამოდან კი ტემპერატურა დაიკლებს.