ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სპეც სიების გასაჯაროებას ითხოვს. ირმა ხოროიშვილი ოლქის თავმჯდომარეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან კომისიის წვერებს უფლებამოსილების განხორციელება შეუზღუდა.
კერძოდ, საუბარია 90-ე უბანზე რეგისტრირებულ და ასევე სხვადასხვა უბანზე რეგისტრირებულ სპეციალურ ამომრჩევლებთან დაკავშირებით. საკითხთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ოლქის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს. ზვიად სურმანიძე აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მეათე დღეს ამტკიცებს სპეციალურ სიებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იგი საჯარო.