დეკანოიძემ და უგულავამ ქუთაისში ჩვენი ბანერის დაზიანებით დანაშაული ჩაიდინეს, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს - მდინარაძე

15 ოქტომბერი 2024, 17:27 256 ნახვა
 

ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მიერ „ქართული ოცნების“ ბანერის გადაღებვას.

მდინარაძის განცხადებით, დეკანოიძემ და უგულავამ ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა „არა ომს“, რითაც „პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს“.

„ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული: 1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება; 2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს.

პ.ს. ახლა თუ გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი. ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი