სხდომა უსკოში

15 ოქტომბერი 2024, 15:01 374 ნახვა

26 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიულეტენის ფორმა დაადგინეს დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  სხდომაზე. უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის  არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები   ერთ ბიულეტენზე ორ სვეტად  იქნება დატანილი.

იმისთვის, რომ ბიულეტენი ბათილად არ ჩაითვალოს, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით საარჩევნო ბიულეტენის ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე)!. შეცდომით შევსებული ბიულეტენის გამოსაცვლელად, ამომრჩეველმა მის  ყუთში  მოთავსებამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს. 

ასევე ბიულეტენი ბათილია თუ არც ერთი პარტია არაა მონიშნული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში