საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. ამ დროისთვის ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხორციელდება ხმის მთვლელი აპარატების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა, რის შემდეგაც ხდება აპარატების კომპლექტაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება.
ცესკოს ლოგისტიკის გუნდი კი ახორციელებს აპარატების დისტრიბუციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობე სივრცეებში. პროცესი მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად შეფერხებების გარეშე.