პრეზიდენტის ინიციატივა - ოპოზიციის გამოხმაურება

13 ოქტომბერი 2024, 15:09 277 ნახვა

შედგება თუ არა პოლიტიკური შეთანხმება პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და  დასახელდება თუ არა არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა? – პრეზიდენტს ქართული ქარტიის ერთგულება დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა საჯარო განცხადებებით დაუდასტურეს, თუმცა როგორც „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ახლა გუნდის მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა და დროებითი მთავრობის ფორმირება ხალხის ნების გამოხატვის შემდეგაც შეიძლება.

ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ უნდა დაკომპლექტდეს - ფიქრობენ ძლიერ საქართველოშიც. რაც შეეხება კიდევ ერთ ხელმომწერ პარტიას - გახარია-საქართველოსთვის პარტიის წევრებმა ქარტიის დებულების შესრულებაზე თანხმობა კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიერ ტექნიკური მთავრობის წარდგენამ საარჩევნო პროცესი თავდაყირა არ უნდა დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა იქნება. პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერენ კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ .

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი