ორბელიანების სასახლეში ლიტერატურული პრემია ,,ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში ,,ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ: ნატალი დარასელია, ცოტნე ავსაჯანაშვილი, ნანა აკობიძე, დალილა ცატავა და დავით ქაშიაშვილი .
,,პენცენტრის“ სპეციალური პრიზი კი ლაშა ბუღაძეს გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს განვითარებაში ქართული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.