გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმე

11 ოქტომბერი 2024, 18:11 392 ნახვა

ახალი გარემოებები ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეზე. პროკურატურამ გივი თარგამაძის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა.  

საგამოძიებო უწყებაში დღეს განაცხადეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი შოთა ჭიჭიაშვილს დაავალა, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო.

ეს უკანასკნელი კი მსჯავრდებულია. აღნიშნულს სჭირდება დამატებითი გამოძიება და ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა განაცხადა პრემეირ მინისტრმა.

თარგამაძის ყოფილი თანაგუნდელი გიგი უგულავა კი აცხადებს რომ მომხდარიდან რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ეს ამ საქმით სპეკულაციაა.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი