ოკუპირებული ცხინვალი 26 ოქტომბერს დე ფაქტო საზღვარს კეტავს

10 ოქტომბერი 2024, 14:30 261 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.

გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი