ბათუმში წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოეს. 2024 წელს აჭარაში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, მათგან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს. განათლების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ.
წელს საქართველოს მასშტაბით ასეთი 5 000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება.
კომპიუტერები ყოველწლიურად საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.