ქარიშხალი მილტონი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს მოსალოდნელზე ადრე დაატყდა თავს. მე-3 კატეგორიის ქარიშხალს ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.