დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. მსჯელობამდე კი კეთდება პოლიტიკური შეფასებები საქართველოში - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით რეზოლუციის პროექტის ყველა პუნქტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
პარტია გირჩს კი მიაჩნია რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადების წონა აქვს, ევროპარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს პარტია „ხალხის ძალისთვისაც“ .