არჩილ ფარტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

08 ოქტომბერი 2024, 14:18 683 ნახვა

ქედაში არჩილ ფარტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიხსნა. ტურნირში სახელწოდებით „აჩის თასი“ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 6 გუნდი მონაწილეობს.

ბავშვთა ტურნირში 14-დან 16 წლამდე ასაკის გუნდები თამაშობენ. ფინალური თამაშები ხვალ გაიმართება.

გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. არჩილ ფარტენაძე საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ ფეხბურთელი იყო, იგი ცხრა წლის წინ, ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.

„აჩის თასი“ მუნიციპალიტეტში 7 წელია ტარდება და მისი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და წახალისებაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში