ბათუმში 98 მისამართზე ახალი ლიფტები მოეწყობა

08 ოქტომბერი 2024, 11:26 167 ნახვა

ბათუმში 98 მისამართზე ახალი ლიფტები მოეწყობა - შესამაბისი ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია  „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთთან“ გაფორმდა. 

კომპანიის მიერ წარმოებული ლიფტები ბათუმის მერმა სამუშაო ვიზიტით ყოფნისას ქალაქ იღდირში დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო. ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ღირებულების 1% -ს საბინაო ამხანაგობა ფარავს, დანარჩენი 99% ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ 622 ათას ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში