ბსუ-ს პროექტი შავი ზღვის დაბინძურების პრობლემის შესწავლის თაობაზე

07 ოქტომბერი 2024, 18:15 373 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს.

ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის “CARE SEA“-ის ფარგლებში თანამშრომლობენ. დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის მთავარ პარტნიორ ბათუმის უნივერსიტეტში.

პროექტის მიზანი გარემოს დაბიძურების პრობლემების შესწავლაა, ასევე გამომწვევი მიზეზების კვლევა, მათ შორის მძიმე მეტალებსა და მავნე ნივთიერებებზე.

პროექტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს - კვლევით საქმიანობასთან ერთად დაგეგმილია მონიტორინგი, ეკოლოგიური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

პროექტი, რომელშიც საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, თურქეთი და რუმინეთი მონაწილეობს, 2 წლიანია.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი