ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე ისრაელმა მორიგი დარტყმა მიიტანა

07 ოქტომბერი 2024, 13:58 262 ნახვა

ბეირუთის დაჰიეს გარეუბანში ისრაელის თავდასხმების შემდეგ განადგურებული და დამწვარი შენობების ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.  ბეირუთის ამ გარეუბანში ჰეზბოლას შტაბ-ბინა მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყა მიიტანეს ჰეზბოლას იარაღის საწყობებზე ბეირუთის სამხრეთ რაიონში და იქ დაფიქსირებული განმეორებითი აფეთქებები იარაღის არსებობაზე მიუთითებს. ისრაელი ჰეზბოლას  ბეირუთის შუაგულში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ მისი სამეთაურო ცენტრებისა და შეიარაღების  განთავსებაში ადანაშაულებს.

ჰეზბოლა უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობის დამცავ ფარად გამოყენებას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი