პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა

06 ოქტომბერი 2024, 18:03 272 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ხვალიდან იწყებს. მსჯელობის მთავარი საკითხი ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან ტექნიკური მათავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მას პრემიერ მინისტრობის თანამდებობისთვის შესაბამისი კადრი უკვე შერჩეული ჰყავს და ოპოზიციისთვის სწორედ ამ კანდიდატურის შეთავაზებას აპირებს.

კითხვაზე - ხომ არ არის შესაძლებელი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად თავად დასახელდეს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული“.  პრეზიდენტის ინტერვიუ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები, ვინც პრეზიდენტის ქარტიას ხელს აწერენ ამბობენ, რომ არჩევნებამდე 20 დღით ადრე ხედვების დაახლოებაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია და მისი ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი