არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი - რატი ბრეგაძე

06 ოქტომბერი 2024, 17:52 109 ნახვა

არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი, დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით, რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან, თავად განსაჯეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრეგაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

 

1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი;

 

2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია.

 

შესაბამისად, თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის არც შერჩევაში და, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში, დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.

 

P.S. დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ“, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში