ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“ - რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე

06 ოქტომბერი 2024, 10:16 277 ნახვა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, პაციენტის "ფორმა 100" გააყალბა.

რატი ბრეგაძის თქმით,, ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი, ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“.

„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო!

 

P.S. ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი