ევროკავშირის, გერმანიის და აშშ-ის ელჩების განცხადებები

04 ოქტომბერი 2024, 14:51 326 ნახვა

„საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“  ევროკავშირის ელჩმა პრეზენტაცია გამართა. პაველ ჰერჩინსკიმ მოუწოდა  მოქალაქეებს, რომ წავიდნენ  არჩევნებზე. მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა  დიპლომატის თქმით,  ხელახლა დაიწყოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.  

ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს  ასევე გააცნო  ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილება და თქვა, რომ გადაწყვიტეს, შეაჩერონ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.  

აშშ-ს ელჩი კი  იმედოვნებს, რომ „ამომრჩევლები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას“.

კიდევ ერთი  დიპლომატის, გერმანიის ელჩის  აზრით კი, სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი მმართველობა სურთ საქართველოში სამომავლოდ.  

 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში