საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი სრულდება

03 ოქტომბერი 2024, 20:17 292 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და პრიზიორი ფილმები დღეს საღამოს, დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 

ბიაფზე  25-ზე მეტი ქვეყნიდან 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა ბიაფის მაყურებელმა დიდოსტატთა კოლექცია , ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრები იხილა. კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სექცია ქართულ პანორამას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი