საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც დაწერა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა" იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ წერს სალომე ზურაბიშვილიც და ამბობს, რომ ურზულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ევროპული მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელში ასევე პოსტი გამოაქვეყნა.
შარლ მიშელი წერს, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს. ამ შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა კი დაწერა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.