ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უზრუნველყოფილია საარჩევნო უბნის გახსნა - პრემიერი

02 ოქტომბერი 2024, 16:35 253 ნახვა

ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ  საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება.

"რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი საკონსულო და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, იხსნება უბნები, ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება, გაიხსნას ერთზე მეტი უბანი, შეიძლება იყო ორი, სამი, ოთხი უბანიც კი. ყველაფერი წარიმართება საარჩევნო პრინციპების დაცვით და არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ამაზე შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გესაუბროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი