განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

02 ოქტომბერი 2024, 14:00 318 ნახვა
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, განათლების ყოფილ მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი, თანამებრძოლი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი